ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში წყლის სიმაღლემ 1 მეტრამდე მიაღწია. მანამდე ვრცელდებოდა გაფრთხილებები მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ.
ქალაქის ქუჩების ნაწილი გადაკეტილია, სხვა ქუჩებზე კი დიდი „საცობები“ შეიქმნა. ასევე დაკეტილია მეტროს რვა სადგური.
მეტეოროლოგმა სტივენ კიტსმა განაცხადა, რომ ლონდონში ერთ დღეში ერთი თვის ნორმის რაოდენობის ნალექი მოვიდა.