წყალდიდობა ჩინეთში: მილიონობით ადამიანი უბედურების ზონაში - ფოტო

ჩინეთის პროვინცია ხენანში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. საფრთხის დონე მაქსიმალურია. სტიქიური უბედურების შედეგებთან ბრძოლაში 200 ათასი ადამიანი მონაწილეობს
Sputnik
ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში 17 ივლისს ძლიერი წვიმა მოვიდა. ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქი ჩენჟოუ. ზოგ მეტეოსადგურზე ნალექის საშუალო დღიური რაოდენობის ისტორიული რეკორდიც დაფიქსირდა.
ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულია 63 ადამიანი, ხუთი კი - უკვალოდ დაკარგულად მიიჩნევა. სახიფათო რაიონებიდან უკვე ევაკუირებულია 860 ათასზე მეტი ადამიანი.
პროვინციის ბევრ დასახლებულ პუნქტში ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი ელექტროენერგიისა მიწოდა და წყალმომარაგება, ზოგიერთ რაიონთან შეუძლებელია დაკავშირებაც.
წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლასა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.
1 / 16
დატბორილი გზა ჩენჟოუში
2 / 16
დედა-შვილი ეხმარებიან ბებიას
3 / 16
წყალდიდობა ჩენჟოუში
4 / 16
მამაკაცი მეუღლესთან და შვილთან ერთად დატბორილ ქუჩაზე
5 / 16
დატბორილი საწარმოები სინსიანეში
6 / 16
ადამიანები ტრაქტორის დახმარებით კვეთენ წყლით დაფარულ ქუჩას ჩენჟოუში
7 / 16
მოსახლეობის ევაკუაცია სინსიანში
8 / 16
ასე გამოიყურება სოფელი ნინბო
9 / 16
ქალი ბავშვთან ერთად ეძებს გადარჩენის გზას ჩენჟოუში
10 / 16
სინსიანის მკვიდრები ტივით გადაადგილდებიან დატბორილ ქუჩაზე
11 / 16
ადამიანები წყალდიდობის დროს ქალაქ ჩენჟოუში
12 / 16
ადამიანებს წყალდიდობის დროს გადააქვთ სასმელი წყალი
13 / 16
პროვინციისათვის მიყენებული ზარალი ჯერ არ დათვლილა
14 / 16
ზარალი მიადგა სოფლის მეურნეობასა და მესაქონლეობასაც. განადგურდა 876,6 ათასი ჰექტარი მიწა და დაინგრა 8 876 შენობა
15 / 16
დატბორილი სოფელი სინსიანე
16 / 16
გოგონა წყალდიდობისას უყურებს ქუჩებსა და შენობებს