როდის იტყუება თერმომეტრი: ექიმი მცდარი ჩვენების მიზეზებს განმარტავს

უმაღლესი კატეგორიის თერაპევტი გასწავლით, როგორ უნდა გაიზომოთ სიცხე უკონტაქტო თერმომტრით ისე, რომ რეალური მაჩვენებელი მიიღოთ
Sputnik
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ბევრს მიაჩნია, რომ უკონტაქტო (ინფრაწითელი) თერმომეტრები იტყუება და შეცდომით აჩვენებს სხეულის ტემპერატურას, სინამდვილეში კი დამნაშავეა არა თავად თერმომეტრი, არამედ მისი არასწორი გამოყენება, განუცხადა რადიო Sputnik-ს უმაღლესი კატეგორიის ექიმმა-თერაპევტმა ალექსეი ვოდოვოზოვმა.
ოღონდაც არა ვერცხლისწყლიანი: დასახელდა საუკეთესო თერმომეტრი სიცხის გასაზომად
მისი თქმით, ინფრაწითელ თერმომეტრებს უმეტესობა არასწორად იყენებს, უმიზნებს რა მას შუბლს ან მაჯას. ასეთ შემთხვევაში კი მზომი ხელსაწყო სხვა არაფერია, თუ არა „შემთხვევითი ციფრების გენერატორი“.
„ასე რეალური ტემპერატურის „დაჭერა“ საკმაოდ ძნელია. თერმომეტრის ინსტრუქცია ითვალისწინებს შემდეგს: ჯერ უნდა ჩართოთ ხელსაწყო, დააჭიროთ თითი ღილაკს, შემდეგ შუბლიდან გარკვეულ მანძილზე გაატაროთ და აუშვათ თითი ღილაკს“, — განმარტავს ექიმი.
ვოდოვოზოვის თქმით, სანამ რომელიმე სახის თერმომეტრს გამოიყენებთ, ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ინსტრუქცია, სადაც დეტალურადაა ახსნილი, სხეულის რა ნაწილებზე, რა დაშორებითა და რა დროის განმავლობაში უნდა გაიზომოთ სიცხე.
ამასთან ექიმი გირჩევთ, არ გაიზომოთ ტემპერატურა ქუჩიდან შენობაში შესვლისთანავე. ასეთ დროს თერმომეტრი რეალობისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ მონაცემს გაჩვენებთ.