თიკა ფაცაციას ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარული ხდებოდა. ეს პროცესი დღემდე წარმატებით გრძელდება. მედია მენეჯერების ერთ-ერთი დიდი მამოძრავებელი ძალა სწორედ თიკაა. მოქნილი და ეკრანული მომღერალი ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუბიზნესში ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარა.
არ ნელდება უმშვენიერესი თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი. თუმცა, მათ უმცროსმა ვაჟმა მშობლებზე არანაკლები ყურადღება მიიპყრო. პატარა ბიჭუნა აუზზე მეგობართან ერთად ცურავს და სიყვარულს სხვადასხვა ხერხით გამოხატავს.
მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი - ხუთის.
ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს. ცოტა ხნის წინ თიკამ ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ისინი ზაფხულის ცხელ დღეს ქალაქგარეთ ატარებენ.
თიკა შვილებთან, მშობლებთან და კალათბურთელ ძმასთან ერთად ოჯახურ სურათებს ხშირად აქვეყნებს. ოჯახის წევრებს შორის გამონაკლისი მისი მეუღლეა. იმის გათვალისწინებით, რომ თიკა ქმართან ერთად გადაღებულ სურათებს არ აქვეყნებს, საზოგადოება მათ დაშორებას ხშირად განიხილავს, მაგრამ უკვე წლებია, ოჯახი სრულ ჰარმონიაში აგრძელებს ცხოვრებას.