ჩინეთში ქვიშის ქარიშხალმა ქაოსი გამოიწვია – ვიდეო

ქვიშის ქარიშხლის გამო ქალაქ დუნხუანის პოლიცია იძულებული გახდა კონტროლი დაემყარებინა საგზაო მოძრაობაზე და ჩქაროსნულ მაგისტრალებზე მოძრაობა შეეზღუდა.
Sputnik
ჩინეთის ჩრდილოეთს კვირას ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა. მისი სიმაღლე დაახლოებით 100 მეტრს აღწევდა. უძველეს ქალაქ დუნხუანში, რომელიც „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტია, ქაოსური სიტუაცია შეიქმნა.