„სახლიდან არ გავდიოდი... ტყვიის გემო გინდა გაიგოო?“ - ნუკი კოშკელიშვილი დუმილს არღვევს

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და გულახდილობით გამოირჩევა. ნახეთ ვინ აშინებდა ცნობილ ტელეწამყვანს და მსახიობს
Sputnik
ნუკი კოშკელიშვილი ეკა ჩხეიძის გადაცემაში „ყვითელი ყუთი“ პირველად ალაპარაკდა ფსიქოლოგიურად მოძალადე ადამიანზე, რომელიც მას ისე აშინებდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში სახლიდან გამოსვლას თავს არიდებდა.
„იყო პერიოდი, როდესაც სახლიდან არ გავდიოდი. მე იარაღი მაქვს, ტყვიის გემო გინდა გაიგოო? იცი, როგორ მეშინოდა? ახლაც მეშინია, ამას რომ ეთერში ვამბობ, არ გამოჩნდეს. ალბათ, ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ…“ - ფიქრობს ნუკი.
ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი „ინსტაგრამის“ აქტიური მომხმარებელია და ხელმომწერებს საკუთარ გამოცდილებასა და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ისტორიებს ხშირად უზიარებს.
ცოტა ხნის წინ ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად საქართველოში დასასვენებლად დაბრუნდა. პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში ნუკი შვილთან ერთად საქართველოში ჩარჩა, თუმცა ბენჯამენ ხაიმი საქართველოში ჩამოვიდა და შემდეგ შტატებში ოჯახთან ერთად გაფრინდა. წყვილის დაშორებაზე ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა, თუმცა ატეხილი ხმაური მალევე ჩაწყნარდა. პროფესიამ ბენი ოჯახს ერთი წლით დააშორა. ის პანდემიის დაწყებისთანავე ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა და კოვიდ-დადებით პაციენტებს მკურნალობდა.