„საბრალო ადამიანი ხართ!“ – ნინა სუბლატი საშიშ ფოტოსესიაში ვაჟთან ერთად გამოჩნდა

ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე არაორდინარული მომღერალი თამამ გადაწყვეტილებებს არ უშინდება. ნინა სუბლატი ლურჯი პარიკითა და ახალი იმიჯით გამოჩნდა. რამ გამოიწვია მისი „ფოლოვერების“ მწვავე რეაქცია, რომელსაც თავად შემსრულებელიც გამოეხმაურა?
Sputnik
პოპულარული მომღერალი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს. ნინა პირად ცხოვრებას ასაჯაროვებდა პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ პერიოდში, როდესაც მას ტატუ არტისტი „პიტო“ უყვარდა. არაორდინარული წყვილის გამოჩენა დიდ ინტერესს იწვევდა, ნინა სულაბერიძე კი სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდებოდა. გარდა ამისა, ახალბედა მომღერალს უცხო გარეგნობა და ხმის ტემბრი სახელის მოხვეჭაში მეტად ეხმარებოდა. მოგვიანებით, „ევროვიზიაზე“ გამგზავრებამდე ნინამ გიორგი შამანაური გაიცნო. წყვილი რამდენიმე წელია ერთად ცხოვრობს. ახლა ულამაზესი წყვილი შვილს ზრდის.
სექსუალური ხასიათის ფოტოებს ნინა არ უშინდება. პოპულარული მომღერალი შიშველ ტანსაც არ მალავს. პირიქით, ფეხმძიმე ნინა განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებოდა და ახალთახალი „ფოტოსეტებით“ ფანებს ანებივრებდა. უახლესმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ნინა სუბლატი სექსუალური ღრმა დეკოლტეთი, ვაჟთან ერთად პოზირებს.
A post shared by Nina (@ninasublatti)