ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა და ვიტრინაში შევარდა: ვრცელდება საზარელი ვიდეო

ვიდეოკადრებზე ასახულია როგორც უშუალოდ ავარიის, ისე ავტომობილის ქვეშ მოყოლილი ბავშვის გამოყვანის მომენტები.
Sputnik
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ინციდენტის ადგილზე შემთხვევით აღმოჩენილმა ორმა ამერიკელმა პოლიციელმა ქალი და რვა თვის ბავშვი გადაარჩინეს, რომლებსაც ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები იონკერსის (ნიუ-იორკის შტატი) პოლიციის სამმართველომ გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.
ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერით იწყება, რომელზეც ჩანს, როგორ ეჯახება ავტომობილი სხვა მანქანას, შემდეგ კი ქუჩაში მიმავალ ბავშვიან ქალს, რომლებიც მის კაპოტზე ეცემიან, და დიდი სიჩქარით იჭრება ბარბერ-შოფის ვიტრინაში.
ამის შემდეგ ჩანაწერი გრძელდება უშუალოდ სალონში გადაღებული კადრებით, რომლებზეც უკვე ასახულია, როგორ ცდილობს პოლიციის ორი ოფიცერი შიშველი ხელებით ასწიონ ავტომობილი, რათა მის ქვეშ მოყოლილი ბავშვი გაათავისუფლონ.
ამასობაში მეორე ოფიცერს ბავშვი გამოჰყავს და მაღლა სწევს მიკი მაუსის კაბაში ჩაცმულ მტირალ გოგონას.
გავრცელებული ინფორმაციით, პატარას თავის ქალის, ხოლო დედას ფეხების მძიმე მოტეხილობები აქვს. ექიმებს მათი გადარჩენის იმედი აქვთ.
რაც შეეხება პოლიციელებს, ირკვევა, რომ ინციდენტის დროს ისინი ბარბერ-შოფის გვერდით მდებარე საფუნთუშეში იყვნენ და ხმაურზე შეცვივდნენ სალონში.
დამნაშავე მძღოლი, 43 წლის დევიდ პანკურაკი, რომელიც მთვრალი აღმოჩნდა, დაკავებულია.