საქართველოს მეორე მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე – ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლი მოიგო

შავდათუაშვილისთვის მის კარიერაში ეს მესამე ოლიმპიადა და მესამე მედალია. წინა ორ ოლიმპიადაზე მას ოქრო და ბრინჯაო აქვს მოგებული.
Sputnik
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალში შავდათუაშვილმა დამატებით დროში იაპონელ ონო სოჰეისთან წააგო.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალური ორთაბრძოლა საკმაოდ აქტიურად ჩაატარა, მეტოქე აიძულა, ორი შიდო მიეღო პასიურობისთვის. თუმცა მეხუთე დამატებულ წუთზე ონომ მაინც მოახერხა ილეთის ჩატარება და ოქროც მოიგო.
Лаша Шавдатуашвили на Олимпиаде в Токио радуется победе
ლაშა შავდათუაშვილი
აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და 2016 წლის რიოს ოლიმპიადის პრიზიორია (ბრინჯაო).
ამგვარად, ტოკიოს ოლიმპიადის სამი დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ორი ვერცხლის მედალია. უფრო ადრე ვერცხლი ერგო ძიუდოისტ ვაჟა მარგველაშვილს (-66 კგ).