ღარიბაშვილი: დავუჯეროთ მეცნიერებას და არა Facebook-ით გავრცელებულ ჭორ-მართალს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.
Sputnik
 
„აცრის შემდეგ გარდაცვალება არის პრაქტიკულად გამორიცხული. ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, ზოგადად, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვაქცინების თაობაზე. მინდა ვთხოვო ყველას, დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებას და  და არა Facebook-ის მეშვეობით გავრცელებულ ათას ტყუილს და ჭორ-მართალს",- ამბობს პრემიერი.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. 26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 404.339 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 139.756 ადამიანი.