თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. სტამბულის სისხლის სამართლის აკადემიამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში პატიმართა რაოდენობის სტატისტიკის გაანალიზების შემდეგ მიიღო.
არსებული მონაცემებით, პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე აღმოჩნდა ბელარუსი, სადაც ყოველ 100 ათას კაცზე 354 პატიმარი მოდის. მეორე ადგილზე თავად თურქეთი გავიდა (335 პატიმარი 100 ათას მცხოვრებზე), ხოლო მესამეზე — რუსეთი (331).
სისხლის სამართლის აკადემიის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში პატიმართა მინიმალური დონით გამოირჩევიან ისლანდია (33) და ნორვეგია (49).
ამასთან ირკვევა, რომ მონაკოში სულ 21 პატიმარია, ხოლო სან-მარინოში 6 კაცი იმყოფება გისოსებს მიღმა.
რაც შეეხება ვატიკანს, ქალაქ-სახელმწიფოში არც ერთი პატიმარი არ ჰყავთ.