თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე, ცნობილი დიზაინერი ანუკი არეშიძე კორონავირუსზე ჩინური წარმოების პრეპარატ Sinopharm-ით აიცრა.
26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში სულ 404.338 ადამიანია ვაქცინირებული. აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 139.756 მოქალაქე. საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, მაგრამ მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისს მიიღო. ამჟამად საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის გამოიყენება პრეპარატები AstraZeneca, Pfizer, Sinopharm და Sinovac.
საქართველომ 2 ივლისს ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების 1 მილიონი დოზა მიიღო. გასულ კვირაში აშშ-დან ჩამოვიდა Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა, ლიეტუვიდან - AstraZeneca-ს 15 ათასი დოზა. ორივე ვაქცინა საქართველომ საჩუქრად მიიღო.