თბილისში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
Sputnik
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. თბილისში, დიდუბეში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ „საქართველოს რკინიგზაში“.
შემთხვევა დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა. მამაკაცს ბათუმიდან თბილისში მომავალი მატარებელი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ლიანდაგებზე გადადიოდა.
მამაკაცს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, შემდეგ ის ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
რაც შეეხება მატარებელს, კომპანიის ინფორმაციით, ის ამჟამად გაჩერებულია და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ დაიძრება.