ნიუ-ჯერსიში Moreyʼs Pier-ის ატრაქციონების პარკში გასეირნება 13 წლის კილი ჰოლმანისთვის მოულოდნელი შემთხვევით დასრულდა.
ატრაქციონზე ჯდომისას მოზარდს 120 კმ/სთ სიჩქარით დაეჯახა თოლია. შეჯახების მომენტი კამერამ დააფიქსირა და ვიდეო ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში.
მედიის ცნობით, არც გოგონა და არც თოლია ძლიერად არ დაშავებულან, თუმცა ფრინველმა რამდენიმე ბუმბული დაკარგა.