„გვაქვს რესურსი, რომ ინფიცირების დღევანდელ მოცულობას წარმატებით გავუძლოთ. ინდური შტამი აგრესიული გამოდგა, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების შემთხვევების ზრდა არ გამოუწვევია. დეტალები „ლამბდაზე“ არ ვიცი, რადგან, საბედნიეროდ, ის ჩვენ სიახლოვეს არ გამოჩენილა. თუმცა ამბობენ, რომ მას აქვს განსხვავებული თვისებები, რიგ შემთხვევებში მიმდინარეობს უფრო მძიმედ. ზრდა მოსალოდნელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა ის რეგულაციები მაინც დავიცვათ, რომელიც ახლა გვაქვს. გამოვრიცხავ უახლოეს დღეებში „ლოკდაუნსა“ და მკაცრ შეზღუდვებზე დაბრუნებას, მე პირადად ამას მხარს არ დავუჭერ“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2.460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში კი ქვეყანაში ინფიცირების 398.081 შემთხვევაა დადასტურებული.