„მტვრის ეშმაკი“: ფეხბურთის მატჩისას სტადიონზე ქარბორბალამ გაიარა – ვიდეო

როდესაც თამაშის დაწყების წინ ფეხბურთელები მოედნის ცენტრში განლაგდნენ, მოულოდნელად ძლიერი ქარი ამოვარდა.
Sputnik
ბოლივიაში ფეხბურთელებმა ძლიერი ქარბორბალა იხილეს, რომელმაც თამაშის დაწყების წინ მოედანზე გაიარა.
„მტვრის ეშმაკმა“ სტადიონს სწრაფად და მოულოდნელად გადაუარა. ეს ყველასთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო, თუმცა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.