თუმცა მაშინ წარმოდგენაც კი არ შეეძლო არავის, რომ სისხლის ჯგუფსა და ადამიანის ხასიათს შორის რაიმე კავშირი შეიძლება ყოფილიყო. ეს მოგვიანებით აღმოაჩინეს იაპონელმა მეცნიერებმა ხანგრძლივი კვლევების შედეგად. სწორედ მათ დაადგინეს, რომ სისხლის ჯგუფი გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათსა და ჯანმრთელობაზე.
ვნახოთ, როგორები არიან სისხლის სხვადასხვა ჯგუფის მქონე ადამიანები იაპონელი მეცნიერების თეორიის თანახმად.
სისხლის I ჯგუფი
ყველაფერი სწორედ მათგან დაიწყო: პირველი ჯგუფის სისხლის მქონეებმა დაუდეს სათავე ევოლუციურ პროცესებს, შეძლეს გადარჩენა ქვის ხანის ურთულეს პირობებში და ჯანმაგარი შთამომავლობა შვეს.
წინაპრების თვისებებს ახლანდელი „პირველებიც“ ინარჩუნებენ. არიან ენერგიულები და საკუთარ ძალებში დარწმუნებულები, არ ეშინიათ წინააღმდეგობებისა, არიან მიზანსწრაფულები და აქვთ ბოლომდე წინსვლის უნარი.
ამასთან გამოირჩევიან იმით, რომ საკუთარ თავს ძალიან მაღალ მოთხოვნებს უყენებენ, თუმცა ასევე აქვთ უნარი, მიაღწიონ დასახულ მიზნებს.
როგორც წესი, ათლეტური აღნაგობა აქვთ. ბუნებით ლიდერები არიან, ძლიერი ინტუიცია აქვთ, კომუნიკაბელურები და თავდაჯერებულები ბრძანდებიან. სხვებზე უკეთ უმკლავდებიან სტრესს. დროდადრო ირგვლივ მყოფებს ისინი ცივსისხლიანებად ეჩვენებათ.
ბუნებით ლიდერები, ჯიუტები და დამოუკიდებლები არიან. აქვთ თანდაყოლილი ინსტინქტი და იციან, როგორ აირჩიონ საუკეთესო ვარიანტი იქიდან, რასაც ბედი სთავაზობს.
ურთიერთობები ყველაზე კარგად პირველი და მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონეებთან გამოსდით.
„პირველების“ ნაკლი:
სისხლის II ჯგუფი
ეს ცივსისხლიანი, გაწონასწორებული, საღად მოაზროვნე ხალხია. გარეგნული უბრალოება მათი ნიღაბია, რომლის ქვეშაც მრავალწახნაგოვანი პიროვნება იმალება.
ნებისმიერ საქმეში ძალიან კეთილსინდისიერები არიან. ეს ის ხალხია, რომლებზეც კომპანიების უმეტესობის მთელი სტრუქტურა დგას. არასდროს დაგაღალატებენ საქმეში, ყველაფერს გააკეთებენ, რაც მათზეა დამოკიდებული, რათა დასახული მიზანი იყოს მიღწეული.
ახასიათებთ გარკვეული დისტანციურობა, რაც მათ იდუმალ პიროვნებებად წარმოაჩენს.
უყვართ სისუფთავე და წესრიგი სახლში. სხვებთან შედარებით ბევრად მგრძნობიარეები არიან. სტრესს იმდენად ცუდად იტანენ, რომ ამას იმუნიტეტის დანგრევაც კი შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ „მეორეებს“ ყველაზე მეტად უჭირთ სხვებისადმი ნდობის გამოჩენა. მათი უდიდესი ნაწილი ინტროვერტია. აქვთ ინტელექტუალური ინტერესები: მეცნიერება, მათემატიკა, კვლევები. შეუძლიათ შესანიშნავად იმუშაონ გუნდთან ერთადაც და ცალკეც.
„მეორეებს“ შეუძლიათ იყვნენ ვნებიანები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორს ენდობიან. წინააღმდეგ შემთხვევაში არც კი დაუახლოვდებიან არავის.
ყველაზე უკეთ ურთიერთობები გამოსდით მეორე და მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონეებთან.
„მეორეების“ ნაკლი:
სისხლის III ჯგუფი
„მესამეების“ ხასიათში თავმოყრილია პირველი და მეორე ჯგუფების ყველაზე ძლიერი თვისებები.
მათ მომთაბარეებსაც კი უწოდებენ იმის გამო, რომ პერმანენტულად ეუფლებათ ცვლილებების წყურვილი. საოცრად უყვართ გარემოს შეცვლა, დაუდგრომლები არიან და მიაჩნიათ, რომ თუ მთელი მსოფლიო არა, ნახევარი მაინც უნდა შემოიარონ.
იოლად ერგებიან ნებისმიერ პირობებს და ასევე ადვილად ამყარებენ ურთიერთობებს ნებისმიერ ადამიანთან. არიან ჭკვიანები, მათი ჩიხში მოქცევა შეუძლებელია.
ამასთან ყველა ვითარებაში ინარუნებენ წონასწორობას. არჩევენ, არ ჩაერიონ კონფლიქტში, შესანიშნავად გრძნობენ ზღვარს ცუდსა და კარგს შორის.
აქვთ მძფრი ინტუიცია და ამიტომ ბრძენი მრჩევლების რეპუტაციით სარგებლობენ. შესანიშნავი მეგობრები არიან და იციან სიტყვის შენახვა.
„მესამეები“ გამოირჩევიან კრეატიულობით. უყვართ საკუთარ თავში ჩაღრმავება. ახასიათებთ თანაგრძნობა. არიან ემოციურები და გონიერები. გვერდიდან შესაძლოა ეგოისტებად და საკუთარ თავზე ჩაციკლულებად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ყველა სხვა ჯგუფის სისხლის მქონეებზე მეტი მზრუნველობის გამოჩენა შეუძლიათ.
მათში ორგანულად ერწყმის ერთმანეთს ამბიციურობა და შორსმჭვრეტელობა.
აღსანიშნავია, რომ მიდრეკილები არიან ისეთი დაავადებებისადმი, როგორებიცაა: მგლურა, გაფანტული სკლეროზი და ქრონიკული დაღლილობა.
ურთიერთობა ყველაზე უკეთ მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონეებთან გამოსდით.
„მესამეები“ ნაკლი:
სისხლის IV ჯგუფი
ხასიათით ძალიან ინტელიგენტურები, კომუნიკაბელურები და კეთილმოსურნეები არიან. უყვართ ხუმრობა, მათ შორის, საკუთარ თავზეც.
ყველაზე მეტად ისინი იმის გამო უყვართ, რომ არიან საინტერესოები და აქვთ განსხვავებული ხიბლი, არიან კარგი მეგობრები, არ ყელყელაობენ სტატუსით, დამსახურებებითა თუ განსწავლულობით.
არიან მომთმენები, თუმცა თავზე დაჯდომის უფლებას არავის მისცემენ. თუ აწყენინებთ, უსიამოვნო, თუმცა მეტად ზუსტი სიტყვებით, მტკივნეულ დარტყმას მოგაყენებენ.
მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა და კომფორტული. ცხოვრობენ ისე, როგორც სურთ.
ედობიან და უჯერებენ ინტუციას, ამიტომ ზოგჯერ ნათელმხილველებს ემსგავსებიან — ხშირად ყველაფერში მართლები არიან ხოლმე.
„მეოთხეების“ ნაკლი: