პაპუაშვილი: თინა ბოკუჩავას ორი მანდატური ვერ აკავებდა. ეს იყო ჩემი მორალური ვალდებულება

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 18 ივლისს პარლამენტის სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპონენტებს პასუხობს.
Sputnik
„ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა. ეს არასწორი ქმედებაა – ამოფარება სქესს, რომ აგრესია და ყველაფერი ეპატიება. ეს იყო არა თუ ჩემი უფლება, არამედ მორალური ვალდებულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
18 ივლისის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა იგეგმებოდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლას შეეცადა, მაგრამ შალვა პაპუაშვილმა ის ტრიბუნას ძალის გამოყენებით მოაშორა.