პანიკა პარლამენტში: სხდომა ვირთხის გამო ჩაიშალა – ვიდეო

ვირთხის შემჩნევისას პარლამენტის სპიკერი შეშინდა, ზოგიერთი დეპუტატი კი შეხტა კიდეც.
Sputnik
ესპანეთის ანდალუსიაში ვირთხამ რეგიონული პარლამენტის სხდომა ჩაშალა. მღრღნელის გამოჩენამ სხდომათა დარბაზში პანიკა გამოიწვია, სპიკერი და დეპუტატები შეშინდნენ და ადგილიდან წამოხტნენ. ზოგიერთი მათგანი თაგვს სკამების ქვეშ ეძებდა, თუმცა უშედეგოდ.
საბოლოოდ, როდესაც გაირკვა, რომ ვირთხა გაიქცა, სხდომა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.