მეგან მარკლის მამა შვილიშვილების ნახვის უფლებისთვის სასამართლოში იბრძოლებს

პრინცი ჰარის და მეგან მარკლის წყვილი კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. ამჯერად მეგანის მამა თომასი აპირებს სასამართლოში ჩივილს.
Sputnik
პრინც ჰარის მეუღლის მეგან მარკლის მამა აპირებს სასამართლოს მიმართოს, რათა შვილიშვილების – არჩისა და ლილის ნახვის უფლება მოიპოვოს. იუწყება FoxNews-ი.
სკანდალური ინტერვიუ პრინც ჰარისთან და მეგან მარკლთან „ემის“ კანდიდატად დასახელდა
თომას მარკლმა თქვა, რომ შვილიშვილები მშობლების ცოდვების გამო არ უნდა იტანჯებოდნენ.
„არჩი და ლილი მცირეწლოვანი ბავშვები არიან. ისინი პოლიტიკოსები არ არიან, პაიკები და თამაშის ნაწილი. ბავშვები სამეფო ოჯახს მიეკუთვნებიან და ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც სამეფო ოჯახის სხვა წევრებს. უახლოეს მომავალში შუამდგომლობით მივმართავ კალიფორნიის სასამართლოებს, რომ ჩემი შვილიშვილები მანახონ”, – აღნიშნა თომას მარკლმა.
მან ასევე დასძინა, რომ მზად არის სამეფო მხრიდან ნათესავებს უმასპინძლოს. კერძოდ, ელისაბედ II-ს. თომასმა ხაზი გაუსვა, რომ მოხარული იქნებოდა მისი ნახვის ნებისმიერ დროს.
მანამდე თომას მარკლმა განაცხადა, რომ აპირებს დოკუმენტური ავტობიოგრაფიული ფილმის გადაღებას. ფირის გამოსვლის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ცნობილია, რომ მარკლი აპირებს გადაღებების დასრულებას 2021 წელს.
მისი თქმით, ფილმი მოგვითხრობს მის ცხოვრებაზე, მოღვაწეობაზე, აგრეთვე ქალიშვილის დაბადებასა და მის გაზრდაზე.