თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.460 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.363 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა – 240, იმერეთი – 196, კახეთი – 181, ქვემო ქართლი – 139, შიდა ქართლი – 118, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 89, მცხეთა-მთიანეთი – 62, გურია – 36, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.082 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 370.565-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 20 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.656-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 21.834 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.780 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.711, აჭარაში – 374, იმერეთში – 593.
934 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 205 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 4, იმერეთში – 11. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.487 ადამიანი, მათ შორის 831 – თბილისში, 464 – აჭარაში. 15.567 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 40, ხოლო აჭარაში – 10.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15.215 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5.432, აჭარაში – 2.355, იმერეთში – 1.564.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.460-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 398.081-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.