განისაზღვრა სტუდენტების უფასო პროგრამებზე დაფინანსების ოდენობა

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები წარმოადგენენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ რიგ სახელმწიფო პროგრამებს იმ სპეციალობების მიხედვით, რომლებშიც კადრების დეფიციტია.
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრომ უმაღლესი სასწავლებლებისთვის 2021–2022 წლების უფასო საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების ოდენობა განსაზღვრა.
იწყება რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
ქართული უმაღლესი სასწავლებლების ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს. ეს ეხება იმ სპეციალობებს, სადაც კადრების დეფიციტი შეინიშნება საქართველოში.
ასეთ სპეციალობებს შორისაა ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, დაწყებითი კლასების მასწავლებელი, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, მშენებლობა, ინჟინერია, ენერგეტიკა, არქიტექტურა, აგრარული და სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, მეცხოველეობა, აგრონომია და სხვ.
უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში თითოეულ სტუდენტზე მიიღებს მაქსიმუმ 2.250 ლარს.
დაფინანსების ოდენობა – 2021/2022 სასწავლო წელი