თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საქართველოში მომდევნო დღეებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, 27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან მოსალოდნელია სეტყვა.
სინოპტიკოსების ვარაუდით, მინიმალური ტემპერატურა ღამით +28 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 33 გრადუსამდე დათბება.
დედაქალაქში 24 ივლისს უმეტესად ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. 25 და 26 ივლისს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +31–33 გრადუსი იქნება.