თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ხარაგაულში მეთერთმეტე დღეა დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცი სოფელ ისლარის მკვიდრი 35 წლის ჯონი ჭიპაშვილია, რომელიც სახლიდან 12 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
დაკარგულ მამაკაცს ოჯახის წევრები თავდაპირველად საკუთარი ძალებით ეძებდნენ, ხოლო ოფიციალური განცხადება ძიებასთან დაკავშირებით ოჯახმა 19 ივლისს გააკეთა.
დაკარგულ პირთან დაკავშირებით ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, განცხადებაში შემდეგი საკონტაქტო მონაცემებია მითითებული: 593672068, 557 771928, 555405169.