ვახტანგ გომელაურმა თავისი გადადგომის პირობა დაასახელა

როგორც გომელაურმა აღნიშნა, მისი როგორც შსს-ს ხელმძღვანელის მთავარი ამოცანა 5 ივლისის მოვლენების დამნაშავეების, მათ შორის ორგანიზატორების „სრული სიმკაცრით“ დასჯაა.
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს, თუ ამას მოსთხოვს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
საპატრიარქომ ნებართვა გასცა – არ შეუშვან ჟურნალისტები ტაძრების ტერიტორიაზე
როგორც გომელაურის, ისე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ სამი ოპოზიციური ტელეარხის - „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ ხელმძღვანელები და ჟურნალისტები. ისინი მიიჩნევენ, რომ 5 ივლისს ლგბტ მოწინააღმდგეების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმების დროს პოლიციის უმოქმედობის შედეგად სხვადასხვა მედიასაშუალების 53 ჟურნალისტი დაშავდა.
„რაც შეეხება ჩემს გადადგომას და თანამდებობის დატოვება-არ დატოვების თემას, გვყავს პრემიერი, პოლიტსაბჭო და არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა, მე სწორად ვიმოქმედე თუ არა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ შემთხვევაში  5-6 ივლისის ფარგლებში, თუ არა... თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რომ მე თანამდებობა უნდა დავტოვო, რა თქმა უნდა, გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა Rustavi2-ის ეთერში.
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი დააწესეს
ამასთან მან აღნიშნა, რომ მისი როგორც შსს-ს ხელმძღვანელის მთავარი ამოცანა 5 ივლისის მოვლენებისთვის დამნაშავეების, მათ შორის ორგანიზატორების დასჯაა.
„დღეს უკვე 27 ადამიანია დაკავებული. ხვალ რამდენი იქნება დაკავებული, ვერ გეტყვით. ვმუშაობთ ამაზე... მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა ადამიანი დაისაჯოს, ვინც იქ ორგანიზატორი იყო, მოუწოდებდა, თუ ფიზიკურად უსწორდებოდა ჟურნალისტებს. ეს არის ყოვლად მიუღებელი. ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დაისაჯონ, რომ სხვამ აღარ გაბედოს, არც კი გაიფიქროს. სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, რომ ხვალ და ზეგ იგივე არ მოხდეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ გამომძიებლების მუშაობას ართულებს ის, რომ ბევრი მასალის შესწავლა უწევთ, ხოლო თავდამსხმელებს სახეები პირბადეებით ჰქონდათ დაფარული და მათი იდენტიფიცირება რთულია.
მან ასევე მოუწოდა ჟურნალისტებს აქტიურად ითანამშრომლონ გამოძიებასთან და გადასცენ საგამოძიებო ორგანოებს 5-6 ივლისს მომხდარი მოვლენების ამსახველი ვიდეომასალები.
საქართველოში არეულობა 5 ივლისს დაიწყო – იმ დღეს ლგბტ-თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი „ღირსების მარში“ ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეების ქმედებების გამო ჩაიშალა.
სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტები დაიცვა
მათ დაიკავეს ტერიტორია პარლამენტთან და მეტროს სადგურ „რუსთაველთან“. თავიდან ლგბტ–საზოგადოების მოწინააღმდგეებმა პარლამენტთან ოპოზიციის აქტივისტების კარვები დაარბიეს, შემდეგ კი მთელი აგრესია გადაიტანეს ჟურნალისტებზე, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ.
შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს თავდასხმის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.