საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ივნის-ივლისში მომხდარი უკვე მეთხუთმეტე მიწისძვრაა. ამ თვეში სოფელ სამებასთან მიწისძვრა 1, 6, 7, 8, 11 და 14 ივლისს დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 23 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:17 საათზე 8 კმ სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
სეისმოლოგი: გახშირებული მიწისძვრები საქართველოში საყურადღებოა
აღნიშნულ ლოკაციაზე ბოლო ორ თვეში ეს უკვე მეთხუთმეტე მიწისძვრაა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 1, 6, 7, 8, 11 და 14 ივლისს დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,0–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე გასულ თვეში, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე ხშირი მიწისქვეშა ბიძგები ყურადღებას საჭიროებს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი", გახშირებული მიწისძვრები ყურადღებამისაქცევია. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.