თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერთან 30 წლამდე ქალი კლდიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება „სამხრეთის კარიბჭე“.
შემთხვევა დღეს, შუადღით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ქალს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ – ცხედარი ხევში იპოვეს. ამ დროისათვის გარდაცვლილი პროზექტურაშია გადასვენებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.