თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით კაფე-ბარ „ვივა ლათინოსთან“ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. 60 წლამდე მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა ერთ-ერთმა სტუმარმა, 25 წლამდე მამაკაცმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ობიექტის დაცვის თანამშრომელს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.