დიდი ხანძარი ოპერისა და სასტუმრო „ბილტმორის“ მახლობლად - ვიდეო

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და სასტუმრო „ბილტმორის“ მახლობლად მდებარე შენობის ბოლო სართულზე ხანძარი გაჩნდა. იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან
Sputnik
ლაღიძის ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში გაჩენილი ხანძრის დროს მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი. შემთვევას მსხვერპლი არ მოყოლია.
შენობაში, რომელშიც უკვე დიდი ხანია არავინ ცხოვრობს, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ მეხანძრეები, დაახლოებით 23:30 საათისათვის მათ შეძლეს ცეცხლის ლოკალიზება.
დაშავებულებს ადგილზე აღმოუჩინეს პირველად დახმარება.