ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელმა ახლახან გამოაქვეყნა თავისი ვაჟის, ბაგრატის ფოტოები, სადაც ულამაზესი ბიჭუნა არის გადაღებული და, როგორც დედა წერს, ის უკვე ექვსი თვის გახდა.
ბაგრატი ქრისტინესა და იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის ვაჟიშვილია. იოანემ პირველ შვილს მამის, ბაგრატ ბაგრატიონ–მუხრანელის სახელი დაარქვა. ის 2017 წელს ესპანეთში გარდაიცვალა. წყვილმა ძალიან ბევრი თბილი კომენტარი მიიღო ახალი ფოტოსესიის ქვეშ. პატარა ბაგრატს ჯანმრთელობას უსურვებენ.
ქრისტინე და იოანე (ხუან) ბაგრატიონებმა 2014 წელს ესპანეთში იქორწინეს. ქრისტინე ცნობილი მოდელი გახლდათ. იოანე კი ესპანეთში მცხოვრები ბაგრატიონ–მუხრანელების შთამომავალია.
მის ძარღვებში როგორც ქართველი, ისე ევროპელი მონარქების სისხლი ჩქეფს. წყვილი ქორწინების შემდეგ საქართველოში დასახლდა, 2018 წელს მეორე ქორწილი გადაიხადეს და სვეტიცხოველში ჯვარიც დაიწერეს. ქორწილს ევროპული სამეფო ოჯახებიდან მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.