ოპერასთან ხანძარი ლოკალიზებულია: დამწვარია 500 კვადრატული მეტრი

ადგილზე იყო მობილიზებული 20 ავტოცისტერნა და ორი მანქანა გასაშლელი კიბით, რომლებიც ცეცხლს აქრობდნენ ერთბაშად ორი მხრიდან - ლაღიძის ქუჩიდან და სანაპიროდან.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. თბილისის ცენტრში, ოპერის თეატრთან არსებულ მიტოვებულ შენობაში ხანძრის შედეგად 500 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ.
მისი თქმით, ადგილზე იყო მობილიზებული 20 ავტოცისტერნა და ორი მანქანა გასაშლელი კიბით, რომლებიც ცეცხლს აქრობდნენ ერთბაშად ორი მხრიდან - ლაღიძის ქუჩიდან და სანაპიროდან.
დიდი ხანძარი ოპერისა და სასტუმრო „ბილტმორის“ მახლობლად - ვიდეო
„დამწვარია დაახლოებით 500 კვადრატი. ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პიროვნება. თუმცა ინფორმაცია ზუსტდება. გავრცელების საფრთხე არ არის. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ოთარ კერესელიძემ.
ხანძარი გვიან საღამოს გაჩნდა. მედიის ინფორმაციით, მსუბუქი დამწვრობები ორმა ადამიანმა მიიღო, მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.