ნანი ბრეგვაძე: თუ გინდა, რომ კარგი იყო, შენზე უკეთესი მონახე

ნანი ბრეგვაძე იხსენებს თავის ბავშვობას, მეგობრებს და ოჯახის წევრებს, იმ ადამიანებს, ვისაც ბავშვობაში ბაძავდა.
Sputnik
„ცხოვრებაში შენზე უკეთესთან უნდა იმეგობრო და გქონდეს კავშირი. მე სწორედ ასე ვიყავი. ძალიან ლამაზი მეგობრები მყავდა. ახლა არ ჩამოვთვლი მათ, მეშინია ვინმე არ გამომრჩეს“, – ამბობს ნანი ბრეგვაძე.
„ჩემი გოგონებიც და ბიჭებიც ნელ-ნელა მიდიან და მიდიან, ეს ძალიან ძნელი ყოფილა. 11 დეიდაშვილი ვიყავით და მხოლოდ სამნი დავრჩით. ჩემ წინ ნინა რამიშვილი, არაჩვეულებრივი ქალბატონი ცხოვრობდა, მისგან ბევრ რამეს ვსწავლობდი“.