სუროგაციის ცენტრი NEW LIFE-ის დამფუძნებლის მარიამ კუკუნაშვილის პირადი ცხოვრება ბოლო დროს ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. მან მეუღლის ღალატის, მისგან ძვირადღირებული საჩუქრის მიღებისა და შერიგების შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე დაწერა. ამჯერად მარიამ კუკუნაშვილმა ამ თემაზე დასმულ კითხვებს გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ უპასუხა და სკანდალური აღიარებაც გააკეთა – რომ მას, მეუღლის პარალელურად, სხვა მამაკაცი უყვარს.
კუკუნაშვილი ამბობს, რომ როდესაც მეუღლეს დაშორდა, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო მამაკაცი, ასაკით მასზე ოდნავ უმცროსი, რომელმაც „დაიწყო მისი გულის დამსხვრეული ნაწილების შეერთება“ და მის მიმართ გაუჩნდა ისეთივე გრძნობა, როგორიც მეუღლის მიმართ ჰქონდა მის ღალატამდე.
„მასთან გადასარევად ვგრძნობდი თავს. ეს არ იყო შურისძიება ჩემი მხრიდან, პირიქით, მე დავიწყე ლამაზი და შესანიშნავი ცხოვრება. იმ ქალმა კი, ვისთანაც ჩემმა ქმარმა მიღალატა, დაიწყო ჩემთან მოწერები და როცა ხედავდა, რომ მე მხიარული და ძლიერი ვიყავი, ის იქცა ერთ გაკაპასებულ ქალად, რომელიც ჩემ დასტრესვას ცდილობდა. დაშორებიდან ორ თვეში ჩემი მეუღლის ყურადღება უკვე ჩემზე იყო გადმორთული და მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. 6 თვის შემდეგ მე მას ყველაფერი ვაპატიე და ამ შეცდომებმა ჩვენ უფრო დაგვაახლოვა“, – აღნიშნავს მარიამ კუკუნაშვილი.
როგორც მარიამ კუკუნაშვილი ამბობს, მეუღლემ მისი სხვა ურთიერთობის შესახებ იცის და ეს ყველაფერი მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა თავად მარიამი ამას ღალატად არ მიიჩნევს და ქმრისგან არც პატიებას ითხოვს.
მარიამ კუკუნაშვილი საკუთარი დიზაინით მოწყობილ უზარმაზარ სახლში ცხოვრობს. მარიამ კუკუნაშვილს ახლა სამი ტყუპი ჰყავს, თუმცა წლების განმავლობაში არ ჰყავდა შვილები. სწორედ ამან გადააწყვეტინა ამ სფეროში დაეწყო ბიზნესი.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, ბიზნესი 1200 ლარით დაიწყო. მუშაობდა ამერიკის საელჩოში, ბოლო ხელფასი რომ აიღო, 300 დოლარად იქირავა ერთი ოთახი ბახტრიონის ქუჩაზე და პატარ-პატარა ნაბიჯებით ბიზნესი წამოიწყო. 2008 წლიდან დაიწყო დონაციისა და სუროგაციის ცენტრის გახსნით საქართველოში, შემდეგ უკვე სხვა ფილიალები მოჰყვა, შემდეგ - ხელოვნური განაყოფიერების კლინიკები და ამჟამად ფილიალები უკვე 10-ზე მეტ ქვეყანაშია.
მარიამ კუკუნაშვილი ცხრაჯერ დაქორწინდა საკუთარ მეუღლეზე. როგორც ინტერვიუებში ამბობდა, ეს ტრადიცია უკვე მობეზრდათ და დაივიწყეს ჩვევა, რომ ყოველ წელს ახლიდან სთხოვდა ქმარი ხელს. მისი მეუღლე ასევე ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილია. წყვილი ერთად ხელმძღვანელობს სუროგაციის ცენტრს.