მოღერალ ლიზა ყენიას კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ლიზა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, მიუხედავად იმისა, რომ „სინოფარმის“ ვაქცინით ორჯერ აიცრა, ვირუსს მაინც ვერ გადაურჩა. ლიზა კარანტინში უახლოეს მეგობართან ერთად იმყოფება, რომლისგანაც მომღერალს, სავარაუდოდ, გადაედო ვირუსი. უცნობია აქვთ თუ არა მის ოჯახის წევრებს კორონავირუსი. „ვინც გნახეთ, არ ინერვიულოთ, აზრი არ აქვსო, ამბობენ“, – წერს ლიზა.
ლიზას დედა მაია ჯაბუა იმ „მზიურელების“ სიაშია, რომლებიც ბავშვობიდან შეიყვარა საზოგადოებამ. მის დანახვაზე დღემდე ბევრს გემის კიჩოზე პიონერის ყელსახვევით მდგარი პატარა გოგონა ახსენდება.
ყოფილ „მზიურელს“ სამი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. მათგან მომღერლის ცხოვრებაში უკანასკნელი ქორწინება უშიშროების ყოფილ მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესთან აღმოჩნდა ყველაზე მყარი და მშვიდი.