ხანძარი გაჩნდა ლაღიძის ქუჩაზე მდებარე ძველ შენობაში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მახლობლად. ხანძრის დროს ორმა ადამიანმა მიიღო მსუბუქი დაზიანება.
ცეცხლმა 500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი გაანადგურა. ხანძრის კერის ლოკალიზებას რამდენიმე საათი დაჭირდა, რაშიც 20 ერთეული სპეცტექნიკა მონაწილეობდა.