ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში ძირითადად გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,05%-ით შემცირდა და 102,23 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,25%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,18%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 2,65% მოგებით 106,54 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 101,95 პუნქტის ფასით, 5,32% მოგებით, ფასი ერთ კვირაში გაიზარდა 0,06%-ით.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,01%-ით შემცირდა 101,43 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,76%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში არ შეცვლილა და ერთ აქციაზე 14,52 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 161 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,18–14,76  ფუნტის დიაპაზონში. 
ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვა წარმოადგინა
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 5,44%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 6,43 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 86 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,4-6,72 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 4,93%-ით გაიზარდა 11,92 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 96 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 11,24-12,2 ფუნტის დიაპაზონში.