ბეროშვილი: ნარკოტიკის მიღების შემდეგ ვიგრძენი, რომ ის კარგი თვისებები, რაც მქონდა, გაქრა

მსახიობი და ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი იხსენებს, როგორ გახდა ნარკოდამოკიდებული და როგორ დაძლია ეს პრობლემა.
Sputnik
„როცა პირველად გავსინჯე, არ მომეწონა, მაგრამ ამის მერე კიდევ მივიღე. მერე ისევ, ისევ... თავიდან გგონია, რომ ეს უბრალოდ გამოცდილებაა, შენ სხვას არ ჰგავხარ და დამოკიდებული ვერ გახდები. შემდეგ ნელ-ნელა ვიგრძენი, რომ ის კარგი თვისებები, რაც მქონდა, სადღაც გაქრა. როცა ნარკოტიკს ვიღებდი, ძალიან ვნანობდი, მაგრამ ვიქრობდი, აი, ხვალ დავანებებ თავს, აი, ზეგ დავანებებ და ა.შ.“ – ამბობს ილო ბეროშვილი.
როგორც ბეროშვილმა აღნიშნა, საკმაოდ რთული იყო რეაბილიტაციის პროცესი. ჰქონდა როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ტკივილები, თუმცა ოჯახის წევრების სიყვარულით, თანადგომით ეს პრობლემა საბოლოოდ დაძლია და დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს.