საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

სპეციალისტები აცხადებენ, რომ უხვმა ნალექმა შესაძლოა წყალმოვარდნები და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოში მომდევნო დღეებში ამინდის მკვეთრად გაუარესებას ვარაუდობენ, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა  41 გრადუსს მიაღწევს
სააგენტოს ცნობით, 21 ივლისის დღის ბოლოდან 24 ივლისამდე ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, დასავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი და სეტყვა. სინოპტიკოსები ასევე ზღვაზე 3-4 ბალიან ღელვას ვარაუდობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.