მხეიძე: ღირებულებათა სისტემაში დეფიციტი გვაქვს

ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე საუბრობს ადამიანის ღირებულებებზე და ამბობს, რომ საზოგადოებას არ აქვს ცენტრალური ღირებულება, რადგან ყველა ინსტიტუტი დისკრედიტებულია.
Sputnik
„რამდენიმე ინსტიტუტი წარმოშობს ხოლმე ღირებულებებს. ეს არის ოჯახი, ეთნიკური კულტურა, სასწავლებელი, რელიგია და გარემო. ამ მხრივ ახლა ძალიან ცუდად გვაქვს საქმე, რადგან ყველა ინსტიტუტს მიაყენეს დარტყმა და დისკრედიტებულია. პირველი დარტყმა მიაყენეს ტრადიციებს, მეორე – რელიგიას, შემდეგ ჩაერივნენ ოჯახში. დღეს საზოგადოებას აღარ აქვს ცენტრალური ღირებულება, რადგან ყველა ღირებულება მოიშალა“, – ამბობს ფსიქოლოგი.
მხეიძის თქმით, ის ყველაფერი, რაც ადამიანის ცხოვრებას მშვენიერს ხდის, გაქრა და ადამიანურ ურთიერთობებში სერიოზული დეფიციტია.