ტრიბუნისათვის ბრძოლა პარლამენტში: ოპოზიციამ სხდომა ჩაშალა – ვიდეო

კვირას ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში სხდომა ჩაშალეს. ისინი მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას ჟურნალისტის გარდაცვალების გამო, რომელსაც 5 ივლისს „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.
Sputnik
როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო, ჟურნალისტებმა სხდომათა დარბაზში ბანერები გადმოფინეს. პარლამენტის ტრიბუნის წინ გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოებით ადგილი დაიკავეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა თინათინ ბოკუჩავამ, ელენე ხოშტარიამ, ლელა ქებურიამ, ხათუნა სამნიძემ და სხვებმა. მათ მმართველი პარტიის დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
მანდატურებმა გარკვეული დროის შემდეგ დარბაზში წესრიგის დამყარება შეძლეს, ოპოზიციის ლიდერების ნაწილი შენობიდან გაიყვანეს ან თავად გავიდნენ, თუმცა საბოლოოდ სხდომა მაინც ჩაიშალა.