„ვაშა! ბეჭდით ხარ!“ – ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას ხელი ფარულად სთხოვა?

თაყვანისმცემლებმა ლიზა და ირაკლი კომპლიმენტებით შეამკეს. უახლეს ფოტოზე მათი ცხოვრების ახალი დეტალიც გამოჩნდა – სთხოვა თუ არა ხელი ირაკლი მაქაცარიამ საყვარელ ქალბატონს?
Sputnik
თეთრ კაბაში გამოწყობილი ლიზა სადღესასწაულოდ გამოიყურება. გოგონას უახლესმა ფოტომ დიდი ყურადღება მიიქცია. თაყვანისმცემლებმა მის ხელზე ნიშნობის ბეჭედიც შენიშნეს. ამავე ფოტოს ლიზას მომავალი მული ლანა მაქაცარია გამოეხმაურა. „ფოლოვერები“ ვარაუდობენ, რომ ირაკლი მაქაცარიამ ლიზას ხელი სთხოვა, რასაც წყვილი ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებს. წყვილის უკანასკნელი ფოტოს გარშემო უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება.
ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას რჩეული 19 წლის ლიზა ჩიჩუაა, რომელიც ცნობილი ოჯახიდანაა. მამა ცნობილი ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუაა, ხოლო დედა – ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი. ირაკლი და ლიზა „ინსტაგრამზე“ პერიოდულად აქვეყნებენ ერთობლივ ვიდეოებსა და ფოტოებს, რომელთაც ათიათასობით მოწონება აქვს. წყვილს შორის 15-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ირაკლის ოფიციალურ გვერდზე ასეთი რეიტინგული პოსტები ჯერ არ გამოუქვეყნებია. კომენტარებში კომპლიმენტები და მილოცვები არ წყდება.
აღმოჩნდა რომ, მათი სიყვარულის თავბრუდამხვევი ისტორია არც რამდენიმე დღის და არც კვირის წინ არ დაწყებულა. ირაკლისა და ლიზას რომანტიკული თავგადასავალი უკვე ერთ წელს ითვლის. წყვილმა ერთმანეთი ზაფხულის მზიან დღეს ბათუმში გაიცნო, ხოლო ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდნენ.
ცოტა ხნის წინ ლიზამ „ინსტაგრამის“ მეგობრების კითხვებს უპასუხა. ლიზას ჰკითხეს, სად გაიცნო რჩეული, გოგონამ უპასუხა, რომ ირაკლი ბათუმში გაიცნო. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ეჭვიანი, ამას ლიზამ ნეგატიურად უპასუხა. ირაკლის და ლიზას ერთმანეთს ადარებენ და, თაყვანისმცემლების თქმით, ვიზუალური მსგავსება სულიერ ჰარმონიაზე მეტყველებს.