კვირის პროგნოზი: როგორი ამინდი იქნება თბილისში 19–25 ივლისს

დედაქალაქში მთელი კვირის განმავლობაში ცხელი ამინდი იქნება. ჰაერს ზოგჯერ ხანმოკლე წვიმები გააგრილებს.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. სინოპტიკოსები ამ კვირაში თბილისში ძლიერ სიცხეს პროგნოზირებენ.
ორშაბათი, 19 ივლისი: სიცხეა მოსალოდნელი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 27 გრადუსი, მაქსიმალური დღისით 38 გრადუსამდე.
სამშაბათი, 20 ივლისი: მოსალოდნელია ცხელი ამინდი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 28 გრადუსი, მაქსიმალური დღისით – 39 გრადუსი.
ოთხშაბათი, 21 ივლისი: დილით მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. შუადღისას კი კვლავ დაცხება.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 29 გრადუსი, დღისით – 38 გრადუსი.
ხუთშაბათი, 22 ივლისი: მოსალოდნელია უპირატესად ღრუბლიანი ამინდი, ხანმოკლე წვიმები.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 26 გრადუსი, დღისით – 31 გრადუსი.
პარასკევი, 23 ივლისი: მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 25 გრადუსი, დღისით – 31 გრადუსი.
შაბათი, 24 ივლისი: მოსალოდნელია ნაწილობრივი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმები.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 23 გრადუსი, დღისით – 25 გრადუსი.
კვირა, 25 ივლისი: მოსალოდნელია უპირატესად მოღრუბლული ამინდი, წვიმა.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 25 გრადუსი, დღისით – 29–31 გრადუსი.