ინდოეთში მეწყერს 20-ზე მეტი ადამიანი შეეწირა – ვიდეო

ინდოეთში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრის ჩამოწოლამ შენობის ნგრევა გამოიწვია, რომლის ნანგრევებშიც მინიმუმ 15 ადამიანი მოყვა.
Sputnik
მაშველებმა 15 ადამიანი გადაარჩინეს ბჰატარ ნაგარისა და ჩემბურის რაიონებში, კიდევ ცხრა ადამიანი – სურია ნაგარში. ამ დროისათვის დაღუპულთა რაოდენობა 23-ს შეადგენს. სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.
ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, მუმბაიში ძლიერი წვიმა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები წყალდიდობის ადგილებიდან. მუმბაის ზოგ ქუჩაზე წყლის დონე ერთ მეტრს აღწევს. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობიექტები.
უამინდობის გამო მუმბაიში გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლაც.