თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. ფოთის საქალაქო სასამართლომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი UNI Trader საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის 65 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ნავთობპროდუქტით დააბინძურა. გემი ფოთის პორტში დააკავეს.
პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცემა.