საქართველო საერთაშორისო კონფერენციას „ევროპული გზა” უმასპინძლებს

კონფერენცია გაიმართება ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული გზავნილების ფონზე ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო.
Sputnik
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. 19 ივლისს ბათუმში გაიხსნება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“.
კრიზისი ევროკავშირის პოლიტიკაში: მასშტაბური პროექტებიდან ასოცირებულ ტრიომდე“
კონფერენციის მთავარი თემა სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება. აღნიშნული სამი ქვეყანა ახლახან ოფიციალურად აღიარეს როგორც ასოცირებული ტრიო.
მხარეები განიხილავენ ევროკავშირის სამ აღმოსავლეთევროპელ პარტნიორთან გაფართოებული ინტეგრაციის პროცესში შემდგომი მონაწილეობით შესაძლო დაინტერესებას.
ასევე, კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ტრადიციული ტრანსატლანტიკური დიალოგის განახლების საკითხი და მისი განვითარების შესაძლო სცენარები, მათ შორის ევროკავშირის მისი ტრადიციული მოკავშირისგან - შეერთებულ შტატებთან უფრო ძლიერი ავტონომიის შესახებ ან ევროპის მიმართ აშშ-ის ინტერესის სავარაუდო შემცირებას.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტები მაია სანდუ და ვლადიმირ ზელენსკი.
კონფერენციაზე საქართველოს წარმოადგენენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები.
მიმოხილვა: როგორია Sea Breeze-2021-ის მთავარი შედეგი
კონფერენცია გაიმართება ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული გზავნილების ფონზე ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, ასევე ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესაძლო საფრთხის ფონზე.
კონფერენციის ფარგლებში, შარლ მიშელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს და განიხილავს მათთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ოპოზიციასა და მთავრობას შორის მისი ავტორობით შედგენილი 19 აპრილის ხელშეკრულების შესრულების პროცესს.
საქართველოს დასავლელი პარტნიორების უკმაყოფილება გამოიწვია თბილისში ლგბტ თემის მხარდასაჭერად დაგეგმილი მარშის ჩაშლამ, ჟურნალისტების მიმართ ძალადობამ და მათი რეკომენდაციების მიუხედავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნამ.