თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. თელ-ავივის ხელისუფლება ქალაქის მცხოვრებლებს დაავალდებულებს ჩააბარონ მათი ძაღლების დნმ-ის ნიმუშები, რათა გამოავლინონ ის მფლობელები, რომლებიც თავიანთი აღსაზრდელების დატოვებულ ნარჩენებს ქუჩაში ტოვებენ, იუწყება მუნიციპალიტეტის პრესსამსახური. ამის შესახებ წერს РИА Новости.
ასეთი არაკეთილსინდისიერი მფლობელები ფოსტით მიიღებენ ჯარიმის ქვითარს და ასევე მათ მოუწევთ დნმ-ის ტესტზე გაწეული ხარჯების გადახდა.
თელ-ავივი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე „ძაღლების მოყვარულ“ ქალაქად მიიჩნევა - მუნიციპალიტეტის მონაცემებით, ძაღლი ყოველ მე-11 მცხოვრებს ჰყავს. ქალაქში არსებობს ათეულობით პარკი ძაღლებისთვის, ნარჩენების შესაგროვებლად არსებობს უფასო პაკეტები. მაგრამ ამის მიუხედავად, ცხოველთა მფლობელები ყოველთვიურად ქალაქში დაახლოებით 500 კგ ძაღლის ნარჩენებს ტოვებენ.