შქმერული იაპონიას იპყრობს: უმსხვილესი კომპანია ქართული კერძის ნახევარფაბრიკატს გამოუშვებს

წიწილა ნივრისა და ნაღების სოუსში გაიყიდება ერთ შეფუთვაში ბრინჯთან ერთად და მირთმევის წინ პროდუქტის მიკროტალღურ ღუმელში შეთბობა საკმარისი იქნება.
Sputnik
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ქართული კერძის - შქმერულის ნახევარფაბრიკატის გამოშვებას იწყებს საკვები პროდუქტების მსხვილი მწარმოებელი Marumiya, იუწყება საქართველოში იაპონიის საელჩო.
„კიდევ ერთმა იაპონურმა კომპანია - Marumiya-მ, საქართველოს საელჩოსთან კოორდინაციით, ქართული კერძის, შქმერულის ნახევარფაბრიკატის წარმოება დაიწყო“, - ნათქვამია დიპლომატიური უწყების განცხადებაში.
იაპონიაში ფასტ-ფუდის რესტორნების ქსელის მენიუში ქართული კერძი შეიტანეს
Marumiya — 70 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაა, რომელიც პირველ რიგში ცნობილია როგორც „ფურიკაკეს“ მწარმოებელი - ტრადიციული იაპონური სანელებლის, რომელიც ბრინჯთან ერთად გამოიყენება.
2021 წლის 5 აგვისტოდან Marumiya-ს შქმერული იაპონური სუპერმარკეტების დახლებზე გამოჩნდება. წიწილა ნივრისა და ნაღების სოუსში შეფუთვაში ბრინჯთან ერთად გაიყიდება. მირთმევის წინ პროდუქტის მიკროტალღურ ღუმელში შეთბობა საკმარისი იქნება.
რაჭული კერძი შქმერული წარმოადგენს ნაღებისა და ნივრის სოუსში შემწვარ წიწილას, და წარმოშობით არის სოფელ შქმერიდან.
2019 წლის დეკემბერის დასაწყისში შქმერული იაპონიის სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილეს ქსელში „მაცუა“ (Matsuya) გამოჩნდა. ქართული კერძი სეზონური შეთავაზება იყო, მაგრამ დიდი მოთხოვნის გამო მან ძირითად მენიუში პოზიცია შეინარჩუნა.
ქართული სამზარეულოს საგანძური: ასე ნაცნობი და უცნობი ტრადიციული და ეგზოტიკური სანელებლები
ახალი პროდუქტის გამოშვებისას მწარმოებლები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ შქმერული - საქართველოს ეროვნული კერძია. ხოლო საქართველო „მდიდარი ბუნებით, უძველესი ღვინის კულტურითა და უნიკალური სამზარეულოთი გამოირჩევა“.
ქვეყნის წამყვანი გაზეთ Nikkei-ს რეიტინგით, შქმერული მოხვდა პროდუქტების ჩამონათვალში, რომლებიც 2020 წლის პირველ ნახევარში იაპონიაში „ჰიტად“ იქცა. მეტიც, „შქმერული“ აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ ოთხ სიტყვას შორის, რომელსაც იაპონელი ინტერნეტ-მომხმარებლები ყველაზე ხშირად წერდნენ Yahoo-ს საძიებო სისტემაში.