თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა ვარკეთილში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 44 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე რამდენიმე საათში დააკავეს, ნათქვამია შსს-ის პრესსამსახურის განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა 16 ივლისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხში დაჭრა და მიიმალა.
მედიკოსებმა დაშავებულის გადარჩენა შეძლეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე). აღნიშნული დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.