ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე ზედიზედ მეორე მოგება მოიპოვა

ზედიზედ ორი გამარჯვების მიუხედავად, ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს. მის ანგარიშზე ექვსი გამარჯვება და რვა მარცხია.
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. იაპონიაში მიმდინარე სუპერტურნირზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა გამარჯვება მოიპოვა.
ნაგოია ბაშოზე გორგაძე მე-12 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს. ქართველი სუმოისტი ბაშოს მე-14 დღეს მე-17 მაეგაშირა იჩიამამოტოს დაუპირისპირდა და გამარჯვება იორიკირის ილეთით იზეიმა.
ტოჩინოშინის მორიგი მარცხი – ქართველმა სუმოისტმა უარყოფითი ბალანსი გაიფორმა
აღსანიშნავია, რომ ბაშოს მე-13 დღეს, 16 ივლისს, ტოჩინოშინმა მე-15 მეაგაშირა ცუროგიშო იორიკირის ილეთით დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ქართველმა სპორტსმენმა მეტოქეს დოჰიო აგრესიული მიწოლით დაატოვებინა.
მიმდინარე ტურნირზე ტოჩინოშინის ანგარიშზე ექვსი მოგება და რვა მარცხია, რაც ნიშნავს, რომ ქართველ სუმოისტს უარყოფითი ბალანსი გარანტირებული აქვს. ნაგოია ბაშოზე გორგაძის მორიგი მეტოქე ამ დროისთვის უცნობია.