ევროპა წყალს მიაქვს: წალეკილი ქალაქებიდან ადამიანები სათითაოდ გაჰყავთ ვერტმფრენებით

ევროპაში სტიქია მძვინვარებს. რამდენიმე დღის განმავლობაში წყალდიდობებს ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა გერმანიაში, ბელგიასა თუ ნიდერლანდებში.
Sputnik
ხოლო უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულთა რაოდენობამ ათას კაცს გადააჭარბა. 
დანგრეულია არა ცალკეული სახლები ან ქუჩები, არამედ მთელი ქალაქები. ზარალის მასშტაბი ჯერ კიდევ შესაფასებელია. 
2021 წლის ზაფხულის სტიქია უკვე შეფასდა ისტორიულ წყალდიდობად.